იტალიურმა ავტომწარმოებელმა ჰიბრიდული ძრავის მქონე განახლებული „Lamborghini Countach“ წარადგინა.
შეზღუდული რაოდენობით გამოსული მოდელის ოფიციალური სახელწოდებაა „Countach LPI 800-4“, ანუ „Longitudinale Posteriore Ibrido“, რაც გრძივ უკანა ჰიბრიდს ნიშნავს.
განახლებულ „Lamborghini Countach“-ს 769 ცხენის ძალის სიმძლავრის 6.5 ლიტრის ტევადობის თორმეტცილინდრიანი შიდა წვის ძრავი და 33 ცხენის ძალის სიმძლავრის 48-ვოლტიანი ელექტროძრავი აქვს, რის გამოც, „სუპერქარისთვის“ დამახასიათებელი ხმის გამოცემა ახალ ლამბორგინისაც შეეძლება.
მანქანა 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 2.8 წამში ავითარებს, ხოლო 0-200 კმ/სთ სიჩქარეს 8.6 წამში. „Lamborghini Countach“-ის მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ/სთ შეადგენს.
ავტორი