ახლა მაინც ირწმუნეთ, ახლა მაინც დაიჯერეთ, ახლა მაინც მიხვდით რო ეს არსებები ქუჩაში არ უნდა დატოვოთ.
უამრავ სიკეთეს აკეთებს ადამიანისთვის და ჩვენ მაინც ვცემთ, ვკლავთ, ვასახიჩრებთ ქუჩაში ვტოვებთ, სიცივისთვის, შიმშილისთვის, ავადმყოფობისათვის. და მერე მწუხარებაში ვართ ჩვენს თავს დატრიალებული უბედურების გამო.
აი სადაა უბედურება, ცოდვა, ღალატი, _ წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი, სამოქალაქო აქტივისტი, მონადირეთა ჯგუფ “ძამას” ადმინისტრატორი გაგა ყაჭეიშვილი და შოვში, სამძებრო მოქმედებებში ჩართული მაშველი ძაღლების ფოტოებს გვიზიარებს.