ახმეტაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. შემთხვევა ილტოს ხეობის საგუბარზემოხდა.
დაღუპული სოფელ ქისტაურის მკვიდრია.
თვითმხილველების თქმით, ხეობაში რამდენიმე მეგობარი იმყოფებოდა. 17 წლის ახალგაზრდა წყალში მოულოდნელად გაუჩინარდა. ცხედრის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საგუბარი დაცალეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
„გავიგეთ ხმაური, რომ ბიჭი დაიკარგაო. როგორც ერთ-ერთი ბიჭი ამბობს, ვესაუბრებოდი, გვერდზე გავიხედე, როგორც კი მოვიხედე აღარ იდგაო“- ამბობს ადგილობრივი ზაქრო გავარდიშვილი.