გუშინ, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ გააზიარა ინფორმაცია ჩხოროწყუს მერიაში დარგული მცენარეების შესახებ, რომლებიც მისი თქმით, საკურას ხეივნის ნაცვლად, ტყემლის ხეები აღმოჩნდა და ნაყოფი მოისხა.
ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა BMG-სთან აცხადებს, რომ აღნიშნული მცენარეები დეკორატიული ტყემალია და არა – საკურა. ” მერიას ამაში არცერთი თეთრი არ გადაუხდია…” – ირწმუნება მერი.