„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მედიაკლუბ „კვირაში“ პრესკონფერენცია გამართა და პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების, ოპოზიციის გეგმების და რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ისაუბრა.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ „კაპიკი სიტყვა არ დაიჯერება და თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, რევოლუცია გარდაუვალია“.
„ძალიან დიდი ხანია, ხელი ჩავიქნიე „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილისთვის რჩევების მიცემაზე, მაგრამ ერთს კიდევ ვურჩევ _ დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და უმტკივნეულოდ წავიდნენ ხელისუფლებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებენ რევოლუციას, რაც გაცილებით მტკივნეული იქნება“, _ განაცხადა ელისაშვილმა.