,,მიხეილ სააკაშვილმა რატომ უნდა იშიმშილოს? მაშინ ყველა პატიმარი იშიმშილებს, ციხიდან გამომიშვითო და ეს ლოგიკურია?“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობას დაიწყებს, ეს არალოგიკური იქნება.
“სააკაშვილმა თუ ისევ შიმშილობა დაიწყო, ჩემი აზრით, ძალიან უხერხული და გაუგებარი იქნება. რატომ უნდა იშიმშილოს? მაშინ ყველა პატიმარი იშიმშილებს, ციხიდან გამომიშვითო და ეს ლოგიკურია? მგონი არა”– განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში 30 დეკემბრის ღამეს გადაიყვანეს.