მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო თაღლითობისა და მოსამართლის შეურაცხყოფაში და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, ნავალნის დაეკისრა ჯარიმაც 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით.
გამოძიების მტკიცებით, ნავალნიმ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა ფონდებში იყო ჩარიცხული. თაღლითობაზე პროკურატურამ საქმე 2020 წლის ბოლოს აღძრა.
ალექსეი ნავალნი და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.