ალოეს მრავალი სარგებელი მოაქვს კანისა და თმის სილამაზისთვის.
ალოე ვერას გელი შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა მზის დამწვრობისგან, რადგან ის ქმნის დამცავ ფენას კანზე, რომელიც მას ატენიანებს და უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით მინერალებით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აჩქარებენ შეხორცებას.
ალოე ვერა არბილებს და აღადგენს თმის სიცოცხლისუნარიანობას. აძლევს მას ბზინვარებას.
გამოიყენეთ ალოე ვერა, როგორც დამატენიანებელი, რომ დაარბილოთ თქვენი კანი ფორების დაბინძურების გარეშე.
ამ ბალახს აქვს ძლიერი თვისებები, რომლებიც აჩქარებს დამწვრობისა და ჭრილობების შეხორცებას. იგი აჩქარებს კანის უჯრედების გამრავლებას და ოთხჯერ უფრო სწრაფად აღწევს ეპიდერმისში, ვიდრე წყალი.
ქერტლი ხშირად სოკოვანი ინფექციების, მშრალი ან ცხიმიანი კანისა და გაღიზიანებების შედეგია და ეს საოცარი ბალახი ხსნის ყველა ამ მიზეზს, ატენიანებს სკალპს და აღადგენს ცხიმიანობის აუცილებელ ჯანსაღ ბალანსს.
ალოე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა აკნესა და დაჭიმვის ნიშნების, ნაწიბურების გასათეთრებლად, აფეკმრთალებს ლაქებს, ასაკობრივ ლაქებსა და მუწუკებს .კურნავს ყოველგვარ ანთებას კანზე.
ალოე მდიდარია ბეტა-კაროტინით და E და C ვიტამინებით, ამიტომ მას აქვს ძლიერი დაბერების საწინააღმდეგო თვისებები. ის ეფექტურად აფეკმრთალებს ლაქებს, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ზრდის კოლაგენის გამომუშავებას.
ალოე ვერა ზრდის სკალპის სისხლის მიმოქცევას და ამით აწვდის აუცილებელ მინერალებს და ვიტამინებს. გარდა ამისა, ის მდიდარია პროტეოლიზური ფერმენტებით, რომლებიც აღადგენენ სკალპის მკვდარ უჯრედებს.































































