დღეს დილით ვნახე კაცის სურათი. ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს. დიდი სევდით იყურება. მე რომ სურათი ვნახე, ეს სურათი უკვე ჩვეულებრივზე მეტი გამოდგა, რადგან ეს კაცი იმ ფოტოზე დარჩა. ცოცხალი აღარ არის.
მე არ ვიცნობდი ამ კაცს, მაგრამ ასეთი კაცები შემხვედრია იმერეთში. და ზუსტად ვიცი, როგორი იყო:
ეს კაცი იყო, სულ რომ გამხდარია, ეგეთი კაცი. ახალამოსული მზე რომ უკვე შრომისგან გაოფლილს დახედავს, ზუსტად ეგეთი. ჩუმი, ოდნავ მორცხვი და საღამოობით ტელევიზორთან მჯდარი საკუთარი სიჩუმით და გაფაციცებით. იშვიათი, მაგრამ ძალიან რომ გაგეცინება, ისეთი ხუმრობით. ხუმრობით, რომელიც ბოლო თვეებია, იშვიათიც აღარ იყო. უბრალოდ აღარ იყო. და არც ეს კაცი აღარ არის.
ვნახე და შემრცხვა, რადგან იმ ფოტოზე, იმ კაცის გვერდით მე რომ ვმდგარიყავი, შენ რომ მდგარიყავი და სხვა რომ მდგარიყო, შეიძლება ეს წერილი არ დამეწერა. _ წერს სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე.