ამ წუთებში „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა დაიკავა, სადაც ახლა საგამოცდო ცენტრია.
ისინი საგამოცდო პერიოდს შემდეგი მოთხოვნებით აჩერებენ:
- გათავისუფლდნენ სტუდენტები და სხვა დაკავებულები
- აშენდეს საერთო სტუდენტური საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის
- გაიზარდოს სტიპენდია საცხოვრებელ ხელფასამდე
- განათლების დაფინანსებისგაზრდა და მაღალი ყოველწლიური გადასახადების გაუქმება სტუდენტებისთვის.