პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი ხელფასის 2/3-იდან იმ ბავშვებისთვის გამოყოფს ვისაც ინტერნეტი არ აქვს.
“პატარა მოქალაქეებსაც აქვთ თავისი მზადყოფნა ამ ვითარებაში! ანა ბეატრისი და ბევრი მისი მეგობარი მთელი ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურად ესწრება გაკვეთილებს.
ექიმების შემდეგ, ახლა, უკვე მასწავლებლები გვაძლევენ მაგალითს, რა შეუძლიათ, როცა ქვეყანა გამოწვევის წინაშეა!
ამ თვეში ჩემი ხელფასის 2/3-ს, ჩემს მაჟორიტარულ ოლქს, ოზურგეთს ვუგზავნი, რომ ბავშვებს, ვისაც სჭირდება წვდომა ინტერნეტზე – მობილური ინტერნეტ ბარათები ვუყიდოთ.“