პირველად ორი თვის განმავლობაში, აშშ-ში ყოველდღიურად კოვიდ-19-ის 100 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება, რასაც ამერიკელი ჯანდაცვის ექსპერტები მადლიერების დღესასწაულის გამო ადამიანთა გაზრდილ მობილობას უკავშირებენ. იზრდება ვირუსით დაღუპულთა რიცხვიც – დღეში საშუალოდ 1651 ადამიანი იღუპება.
შეერთებულ შტატებში ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი დელტა შტამია, თუმცა აშშ-ს ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი „ომიკრონ“ შტამი უკვე 20-მდე შტატშია დაფიქსირებული.
მიმდინარე კვირიდან შტატებში მოგზაურობაზე კონტროლი გამკაცრდება. ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მოგზაურებისთვის ორშაბათიდან აშშ-ში გამგზავრებიდან ერთი დღის განმავლობაში Covid-19 ტესტის უარყოფითი პასუხი იქნება საჭირო. ადრე ტესტის ჩატარება შესაძლებელი იყო ქვეყანაში შესვლამდე სამი დღით ადრე.
გარდა ამისა, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.
[sexy_author_bio]