როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ ჩიტს მოკლავ და უკანასკნელ მდინარეს მოწამლავ, მიხვდები, რომ ფულის ჭამით ვერ გაძღები.
სიმართლის სათქმელად ბევრი სიტყვა საჭირო არაა.
ქორწინების პირველ წელს წყვილი ხვდება, ერთად ცხოვრებას შეძლებს თუ სხვა მეუღლე უნდა მოძებნოს.
სიბრძნე თითოეულ ნივთშია თავმოყრილი. ოდესღაც სამყარო დიდი ბიბლიოთეკა იყო.
ყველაზე მეტს ის ლაპარაკობს, ვისაც სიტყვის თქმის უფლებაც კი არა აქვს.
უმჯობესია, მტერი ჩემზე ძლიერი და საშიში იყოს. მისი დამარცხების შემდეგ სირცხვილის გრძნობა არ შემაწუხებს.
დაბადებისას ტიროდი, სამყარო კი იცინოდა. ისე იცხოვრე, რომ სიკვდილის წინ შენ იცინოდე, სამყარო კი ტიროდეს.