აშშ-ში ჰაკერებმა მთავრობის სისტემები გატეხეს, _ ამის შესახებ ,,ამერიკის ხმა“ წერს.
როგოც გამოცემა წერს, უსაფრთხოების ფედერალურ ორგანიზაციები ეჭვობენ, რომ თავდასხმა რუსეთის მთავრობაზე მომუშავე ჰაკერებმა განახორციელეს. ისინი ჯერ ერთ-ერთი ადგილობრივი ინტერნეტ-პროვაიდერის ,,კოქსის კომუნიკაციების“ და არიზონის შტატში, პიმას საგრაფოს მთავრობის საინფორმაციო ბაზებში შეიჭრნენ. რომლის შემდეგ, მათ მიზანში ამერიკის მთავრობის ფედერალური მთავრობის უწყებები: ვაჭრობის, ხაზინის, თავდაცვის და სხვა დეპარტამენტები ამიღეს.
,,ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ჰაკერებმა სამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კერძო კონტრაქტორის, ,,სოლარუინდსის“ პროგრამები გატეხეს, როლისგანაც პროგრამული განახლების გზით, ჰაკერებმა ყველა კომპიუტერში შეაღწიეს, საიდანაც კომპანიის განახლება ჩამოტვირთეს.
როგორც გამოცემა წერს, უსაფრთხოების ფედერალურ ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმაა. სავარაუდოდ, რუსეთის ჰაკერების მიერ მიტანილმა იერიშმა, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებს სერიოზული თავსატეხი გაუჩინა.
ცნობისთვის, კვირის დასაწყისში ინფორმაცია ,,როიტერმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია, რამდენიმე დღეში ფედერალურმა გამომძიებლებმაც დაადასტურეს. მათი განცხადებით, ამ ეპატზე ,,სოლარუინდსის“ პროგრამები ყველა უწყებიდან ჩახსნილია.