ქვეყანაში ბევრი მიზეზის გამო მობილობა ძალიან არის მომატებული, ამიტომ დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მაჩვენებლები საგანგაშოა.
„ძალიან საგანგაშოა ეპიდსიტუაციის მაჩვენებელი, რომელიც მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება. დღევანდელი მონაცემი რაც გვქონდა 2141 – ეს კვირის ფენომენია, რადგან კვირას ტესტირების რაოდენობა მცირდება. ზოგადად ორი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 500 – სა და 4 500 -სს შორის მერყეობს, ეს ნიშნავს რომ ეპიდსიტუაციის მაღალი მაჩვენებელია, შესაბამისად მომატებულია ინციდენტობა. მომატებული იყო რეპროდუქციის ინდექსი, თუმცა ბოლო ორი კვირაა და განსაკუთრებით დღეს საპროგნოზოდ ცოტა უფრო დამაიმედებელია, რომ რეპროდუქციის ინდექსი ჩამოსცილდა 1-ს, გარკვეული პერიოდი ჩვენ 1.83 გვქონდა. რეპროდუქციის ინდექსის შემცირება დამაიმედებელია, შეიძლება გავრცელება შემცირდეს, რადგან ქვეყანაში ბევრი მიზეზის გამო ძალიან არის მომატებული მობილობა, ამიტომ დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით, სიკვდილიანობა რამდენიმე დღეა სტაბილურად 40-ს სცილდება, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 30-ს არ აღემატებოდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.