საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურშიც ხმა მეათე პარლამენტის მოწვევის დაკომპლექტებას და ძალიან ეფექტურ, საქმიან, მრავალპარტიულ პარლამენტს მისცა.
“მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი. ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გააკეთა. მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს ხმა და მგონი, ყველამ უნდა ვცეთ პატივი ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს პანდემიისა და სოციალურ–ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარეობს. ძნელად წარმომიდგენია ეს ბიუჯეტი ისე იყოს მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს“, _ განაცხადა ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანთან ხმის მიცემის შემდეგ.