პარტია “ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე არ ეყოლება.
პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის ივანე გოგოლაშვილის თქმით, პარტია ახალი ჩამოყალიბებულია და აქედან გამომდინარე, მხოლოდ საარჩევნო სია გვაქვს, რომლის მეშვეობით ვაპირებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოხვედრას.
საარჩევნო სიის ათეულში არიან: ივანე გოგოლაშვილი, ვასილ ბლაგიძე, ნატო დოლიძე, ზაურ დოლიძე, გოჩა გორდელაძე, ნატო ლასხიშვილი, პეტრე ხინთიბიძე, გელა ნაცვალაძე, თეა მგელაძე, ვაჟა ქილიფთარი.
[sexy_author_bio]