რადიო “თავისუფლება“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ საწარმოს სთავაზობს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას. ნედლი პროდუქციის შეტანა ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასაც შეეძლება.
ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი ანა მიქაძე -ჩიკვაიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“მე როგორც ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი და რიგი რეგალიების მქონე – ახლა და ამ წუთას ვაცხადებ რომ : საქართველოს არ აქვს და არც ექნება, ახლო მომავალში, რძის იმდენი პროდუქტი, გაიტანოს არამცთუ რუსეთში, ნებისმიერ კეთილგანწყობილ ქვეყანაშიც კი.
ვერ ვაკმაყოფილებთ საკუთარ, შიდა ბაზრის მოთხოვნებსაც კი!
სხვა დეტალებს, ისევ ჩვენი – ყველის მწარმოებლები, რომ არ დავაზიანო ჯერ არ ვიტყვი!!
ვაცხადებ ღიად და დაუფარავად.
თუ ერთი გრამი რძის პროდუქტი გავა რუსეთის ბაზარზე, მით უფრო ამ საზიზღარი ომის ფონზე.. იმ სიკვდილის ქრონიკის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გათვალისწინებით.
მე დავტოვებ ამ ქვეყნას, არ ვიმუშავებ არასდროს ქართულ ყველზე და მის პოპულარიზაციაზე, შევწყვეტ ყველა კვლევას და მოვითხოვ, თავშესაფარს ნებისმიერ კეთილგანწყობილ ქვეყნაში, რომელსც სძულს რუსეთი, რუსული პოლიტიკა და პუტინი!!!!!!
მე საქართველოს მოქალაქე – ყველის დედა, დედოფალი არ ვიცი რაც დამარქვით და რას მეძახით – ვთვლი, რომ ეს პროვიკაციაა დღეს და რუსული რბილი ძალის პოლიტიკა!
და როგორც არ უნდა ადრე დადებულყო შეთანხმება..
ახლა ეს შეთანხმება დაუყონებლივ უნდა შეჩერდეს!
მეორე სტატუში დავწერ პეტიციას და მოვითხოვ მეყველე, მერძევე, მეწარმე ფერმერებისგან ხელის მოწერას.
ბოდიში, შიმშილით სიკვდილი მირჩვენია დღეს რუსული ბაზრის მომარაგებას.
დიდება უკრაინას! დიდება ქართველებს!
არ ვიცინით ყველის ვაჭარივით და არც არასდროს გავიცინებთ…. არ გავცლით ჩვენ სამშობლოს ყველის ნაჭრებზე. რუსკი კარაბლ იდი ნა *უი!….”