„ჩვენ ვითხოვთ შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და საოლქოში ჩვენი წარმომადგენლების დაკითხვას რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და გამოირჩეოდა ტოტალური ფარულობის დარღვევის პრინციპით, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმისა, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი.“- განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ
ანა წითლიძის განცხადებით, „ჩვენი სარჩელები ეხება საოლქო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს. ჩვენ ვითხოვთ ამ შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და ვითხოვთ საოლქოში ჩვენი წარმომადგენლების დაკითხვას 26 ოქტომბრის არჩევნები რომ არ იყო თავისუფალი, რომ არ იყო სამართლიანი და განსაკუთრებით არჩევნების დღეს გამოირჩეოდა ტოტალური ფარულობის დარღვევის პრინციპით, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმისა, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა.
იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ტოტალურად დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი, ჩვენ ვასაჩივრებთ შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც წარმოდგენილია საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.
ჩვენ ასევე დღეს ვითხოვთ მოწმის სახით სასამართლოზე დაუშვან ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ მტკიცებულებებზე, რომლებიც ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს დასტურად, რომ არჩევნების დღე მიმდინარეობდა ტოტალური დარღვევებით“, – განაცხადა ანა წითლიძემ.