ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი. ჭკვიან ხალხს ყოველთვის შეუძლია გამოსავლის მოძიება, – ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ემოციები და ამბიციები არ უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება.
„ემოციები და ამბიციები არ უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება. ჩანს, რომ ორივე მხარეს ავიწყდება, რას ნიშნავს ეს სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. ბოლო მოვლენების გამო ორივე მხარეზე ნაწყენი ვარ, გაბრაზებულიც კი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლების უფრო მეტია ვიდრე ოპოზიციის, მაგრამ ორივე მხარემ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და არა ერთმანეთს აბრალებდნენ. აბსოლუტურად ნათელია, რომ ერთადერთი დედაქალაქი, რომელიც ბედნიერია, ეს არის მოსკოვი“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.