იაპონიაში, ანიმაციურ სტუდიაში გაჩენილ ხანძარს 33 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია, _ აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, სტუდიის გადაწვაში ბრალდებულმა დაკავებისას დანაშაული აღიარა და სტუდიაზე თავდასხმის მოტივად სტუდიის მიერ მისი ნოველის მოპარვა დაასახელა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ჯერ მისი დაკითხვა ვერ შეძლო რადგან ანისთეზიის ქვეშ იმყოფება.