თურქეთის ქალაქ ანტალიის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა მე-2 ტერმინალის ავტოსადგომზე მოხდა.
თურქული მედიის (DHA) ინფორმაციით, 2 შვილის დედას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ყოფილმა პოლიციელმა მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
გამოძიების დეტალებით ირკვევა, რომ ქალი აეროპორტში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა. მას თავდამსხმელთან 2-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა, რა დროსაც ის მასზე სისტემატურად ახორციელებდა მუქარას. ინციდენტის დღეს, ბრალდებული ქალს სახლში ელოდებოდა, თუმცა მისი არყოფნის გამო აეროპორტში მივიდა, ავტოსადგომზე ნახა და საკუთარი იარაღიდან ესროლა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.





































































