https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ანზორ ერქომაიშვილის ბავშვობისდროინდელი მოგონებები კალანდაზე

12:01; 13.01.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“წლებია კალანდას გურიაში, არ ვყოფილვარ“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს  საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ჩვენი დროის კოლორიტი ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც წლევანდელ კალანდას ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეხვდება.

“დიდი ხანია, კალანდას არ შევხვედრივარ გურიაში და ახლა მეძლევა ამის საშუალება. ბავშვობის დროინდელი მოგონებები მახსენდება. შობა და კალანდა მიბმული იყო ერთმანეთზე, ერთი კვირა იყო შუალედი ორ დღესასწაულს შორის და ამ ხნის განმავლობაში ბავშვები მთლიანად ამაზე ვიყავით გადართული“, _ ამბობს ანზორ ერქომაიშვილი.

ინტერვიუ, რომელსაც ახლა გთავაზობთ, გურიაში ჩამოსვლამდე, ტელეფონით ჩაიწერა. ანზორ ერქომაიშვილმა  ბავშვობისდროინელი ამბები გაიხსენა:

_  ტრადიციულ ოჯახში ვიზრდებოდი. მგალობლები იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები, ძველი ტრადიციების მატარებელი და თუ კი რამე ტრადიციული კეთდებოდა სოფელ მაკვანეთში, ჩემი ოჯახიდან იწყებოდა. დღემდე გამოგვყვა ის სიყვარული, დამოკიდებულება ადამიანებთან.

იმ დროს იდეოლოგიურად არ იყო გამართლებული, მაგრამ სოფელში მაინც ხდებოდა ტრადიციული დღეების აღნიშვნა. შობას დიდი ზეიმით ვხვდებოდით და ასევე, კალანდას _ ძველით ახალ წელს. საბჭოთა კავშირის დროს სოფელში უფრო თავისუფლად ვგრძნობდით თავს. მახსოვს, წინა დღით, ვიდრე კალანდის დილა გათენდებოდა ოჯახში აკეთებდნენ სადღესასწაულო სადილს, ყველაფერი იყო გათვლილი, გათვალისწინებული, როგორც შობის დღესასწაულის დღეს. აუცილებლად უნდა ყოფილიყო ღვინო, მარანი უნდა გაეხსნათ იმ დღეს, ამოეღოთ საუკეთესო ღვინო დოქით. ასევე, აუცილებელი იყო ვერცხლის ფული, რატომღაც ასე იყო. ვერცხლის ფული, როგორც წესი ისე  იყო დაკანონებული.

გამთენიისას, ოჯახის უფროსი სახლიდან გავიდოდა, გობით ხელში მარანზე… გობი დატვირთული იყო სხვადასხვა კერძით, ტკბილეულით, ყველაფერი იყო, რაც სადღესასწაულო სუფრას ამშვენებდა. მარანზე გავიდოდნენ, ოჯახის უფროსთან ერთად ერთი ან მეტი თანმხლები პირი აუცილებლად იქნებოდა. გამოიღებდნენ საუკეთესო ღვინოს, დაახლოებით, ნახევარ ფუთიან ჭარიკაში (დოქი) ჩაასხამდნენ, ამ დროს კი დიასახლისი სახლის შესასვლელ კარს გადაკეტავდა. მოვიდოდა ოჯახის უფროსი და კარზე დააკაკუნებდა. თან იტყოდა _ კარი გამიღეთ. დიასახლისი ეტყოდა _ რა მოგაქვს? ოჯახის უფროსი პასუხობდა: მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ხორაგი, დოვლათი და ა.შ. მესამე თქმაზე გააღებდა დიასახლისი კარს და შემოუშვებდა ოჯახის უფროსს სახლში. კარგად მახსოვს გობზე ანთებული სანთლები და ოჯახის წევრების გაღვიძება. დილიდან იწყებოდა ქეიფი.

მახსენდება ბაბუამ, არტემ ერქომაიშვილმა მე და ჩემი ბიძაშვილი ირაკლი როგორ ჩაგვრთო კალანდის დილას ტრადიციულ ამბებში. კალანდას დილით გაგვაღვიძა და გაგვიყვანა მარანში. მოხადა ჭურს თავი და ერთად ამოვიღეთ ადესა. ბაბუამ კარგი ადესის გაკეთება იცოდა. ნაპერწკლები ამოდიოდა ჭურიდან, ისეთი შამპანიურივით ღვინო იყო. ასევე მახსოვს, დიდი ხორაგით დატვირთული გობი, საკალანდო გობს ეძახდნენ, დატვირთული იყო ხორაგით. გობზე, ასევე, იყო დედო პური. მაშინ სახლში გამომცხვარ დიდ პურს ასე ეძახდნენ. ბაბუამ ის რიტუალი შეასრულა. ბებიამ სამჯერ ჰკითხა _ რა მოქონდა, მესამე თქმაზე სახლის კარი გაგვიღო. დახუნძლული იყო გობი და შიგნით გაწყობილი სუფრა. მთავარი _ გურული ღვეძელი აუცილებლად ყველასათვის იყო მომზადებული, როგორც შობის ღამეს, ასევე, კალანდას. მთელი დღის განმავლობაში იყო გალობა, ქართული ხალხური სიმღერების შესრულება, სტუმრების მიღება და შემდეგ სოფელში სიარული. საღამოს იყო აგუნა. ბაბუაჩემს დიდი ცული ჰქონდა, ცულის ყუით საწნახელთან მივიდოდნენ, ამის მოთავე ქესკინა ორკთოიძე იყო. აგუნა, აგუნა გადმეიარეო, ბახვი და ასკანა გადმეიარეო, ოჩხუბი და ორკოპე გადმეიტანეო… და ასე მღეროდნენ დიდი ხანი და შემდეგ გადავიდოდნენ ერთ-ერთის ოჯახში, დილამდე მიდიოდა ქეიფი.

_ ბატონო ანზორ, ახლა როგორ ხვდებით შობა-კალანდას. რამდენად ტრადიციულად ხვდება ამ დღესასწაულს თქვენი ოჯახი?

_ მსგავსი, რაც ჩემს ბავშვობაში იყო, ახლა აღარ არის. ქალაქში ვხვდები შობას, კალანდას. ახლა ჩავდივარ გურიაში და ვნახოთ, როგორ შევხვდებით.

შობას და კალანდას ჩემი მეუღლე და ჩემები აუცილებლად სადღესასწაულო სუფრას მოამზადებენ. დილიდან გამზადებულია მუცლის სალოცავები (გურული ღვეძლები). გვაქვს აუცილებლად თაფლიანი გოზინაყი, საცივი – ყველაფერს ჩემი მეუღლე, ლალი ამზადებს, კარგი დიასახლისია. უყვარს ტრადიციული კერძებს მომზადება. გურულად აკეთებს ყველაფერს. შობას ვინც შემოვა ჩემს ოჯახში, ჩემი მეუღლე სალოცავს შემოავლებს თავზე, დალოცავს შემდეგი სიტყვებით: შენი თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულის ტკივილი აღმა ქარს, დაბლა წყალს, ამ წინადადებას სამჯერ გაიმეორებს და შემდეგ სტუმარს გადასცემს ღვეძელს. ეს ტექსტი ბებიაჩემისგან მაქვს ჩაწერილი და შენახული. სტუმრიანი ოჯახი მაქვს მე და დიდხანს მიდის სადღესასწაულო შეხვედრა.

_ რას უსურვებდი საქართველოს მოქალაქეებს?

_ მთელ საქართველოს ვულოცავ კალანდას და ვუსურვებდი მშვიდობას,  სიყვარულს,  ბედნიერებას, ჯანმრთელობას. ასევე, ვუსურვებდი ერთობას და ერთიანობას, რომელიც აუცილებლად სჭირდება ჩვენს ერს.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

09:56; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17 იანვარი, 2026

მსოფლიოს საუკეთესო ნაძვის ხეები

მარტოხელა ცოლად ირთავს ნაძვის ხეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18.01.2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18.01.2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026
ზაფრანი

განსაკუთრებული „ამბავი“

9:36; 18.01.2026
ზაფრანი

„შემთხვევა“ თბილისში

9:27; 18.01.2026
პოლიტიკა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17.01.2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო