დღეს დილით, ძლიერი აფეთქება მოხდა ფოთში. რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის, ერთი არასრულწლოვანია, მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული და ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს ქუჩაში, დაუდგენელ ვითარებაში რამდენიმე ხელყუმბარა აუფეთქდათ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ინციდენტს თვითმხილველი არ ჰყავს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. გამოძიება ორი მუხლით 124-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.