აფეთქება მოხდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ქიმიის ფაკულტეტის კორპუსში მოხდა.
აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.