აფთიაქიდან სახის დამატენიანებლები მოიპარეს. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე არსებული ერთერთი აფთიაქიდან 25 წლამდე კაცმა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ძვირადღირებული კრემები მოიპარა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და მისი მხილება შეძლეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
































































