ოპოზიციის ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, 26 მაისს აქციის გამართვაზე მერიამაც და შსს-მაც უარი უთხრეს. ამის შესახევ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“მერიის შემდეგ, შსს-მაც უარი განაცხადა. ამათ საერთოდ საოცრება აღმოხდათ: გვარამია თავად რატომ არ მოვიდაო :)) კიდევ სხვა დებილობებიც მრავლად, მაგრამ მთავარი რაცაა, კი ვიცით: ამ ქვეყანაში პროტესტი აკრძალულია, გადაჭარბების გარეშე, აკრძალულია.
“სახლში რაც გინდა, ის აკეთეთ” არ გამოვა, ქოცებო. აქცია გაიმართება, როგორც კონსტიტუცია გვეუბნება, ხოლო ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური პასუხები განიხილება მოგვიანებით და სამართლიანი სასამართლოს მიერ”,_ წერს ნიკა გვარამია.
































































