ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 2021 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მონაწილეობას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი თავმჯდომარე, დავით დარჩიაც აპირებს.
როგორც წყარო გვეუბნება და მოსალოდნელიც არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც, მერობის კანდიდატთა გაცილებით ჭრელი შემადგენლობა მოევლინება საზოგადოებას, ვიდრე ეს აქამდე იყო. „მერობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კი, „ქართული ოცნების“ წარდგენით, დავით დარჩია იქნება. მას აქვს ამის სურვილი“ -გვეუბნება წყარო.
„გურია ნიუსი“ დავით დარჩიას ესაუბრა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ის მერის პოზიციაზე კენჭი იყაროს, გვითხრა, რომ ეს პირველად ესმის და ჭორია.
_ბატონო დავით, გვაქვს ასეთი ინფორმაცია, შეესაბამება თუ არა სიმართლეს?
_ საიდან მოიტანე ახლა ეს ჭორი. პირველად მესმის.
_ მართლა ნამდვილად ჩემგან გესმით პირველად?
_პირველად მესმის. საიდან მოიტანე?
_მე არ მომიტანია, სანდო წყარომ მითხრა.
_ რა დროს ამაზე საუბარი ჯერ?
_რატომ, ერთი წელიც არაა დარჩენილი თვითმმართველობის არჩევნებამდე.
_ზოგადად, ადრეა ჯერ. არ ვიცი, პირველად მესმის მე.
_არ შეიძლება, რომ გქონდეთ ამაზე ნაფიქრი და კენჭი იყაროთ? ცუდია ამაში რაიმე?
_არა, ცუდი რაა და შეძლებით რატომ არ შეიძლება, მაგრამ ჯერ რა დროს ამაზე საუბარია.
_წყარო იმასაც გვეუბნება, რომ ბევრი კანდიდატის შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენ ვინმე დაუთმოთ ან მის სასარგებლოდ მოხსნათ კანდიდატურა…
_ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი და საიდან მოიტანე ეს ჭორი, არ ვიცი, _ გვითხრა ბატონმა დავითმა.
საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ დავით დარჩია ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელია. სარგებლოს მისი დიდი ნდობით.

































































