საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ“,_ ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანაა ალანსის პოლიტიკური გაძლიერებაა, რაც პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობის განმტკიცებას გულისხმობს.
,,საქართველო ჩვენი ღირებული პარტნიორია და საქართველოსთან თანამშრომლობა ყველას უფრო დაცულს გვხდის. ამიტომ მტკიცედ მჯერა, რომ ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ალიანსმა გააძლიერა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ერთად უფრო მეტს ვაკეთებთ საზღვაო სფეროში.
,,ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ საქართველოსან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუწევთ. ჩვენ, ასევე გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ეთად უფრო მეტს ვაკეთებთ საზღვაო სფეროში, მათ შორის, სანაპირო დაცვის სამსახურს ვწვრთნით, ვუზიარებთ ერთამნეთს საჰაერო სივრცესში გადაადგილების მონაცემებს და ერთად ვპასუხობთ ჰიბრიდულ გამოწვევებს. ასევე ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ შავ ზღვაში“, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა .
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოს ალიანსში წევრობის თარიღთან დაკავშირებით სპეკულაცია არ სურს, მაგრამ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია
,,არ დავიწყებ სპეკულაციებს, როდესაც საქმე ნატო-ში გაწევრიანების თარიღს ეხება, თუმცა ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მე მჯერა, რომ საქართველოსთვის ალიანსთან დასაახლოებლად საუკეთესო გზად რეფორმების იმპლემენტაცია, უსაფრთხობისადა თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია რჩება. ნატოს მოკავშირეები კი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერა. ნატო უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში. ვგულისხმობ ნატო-ს ტრენინგ ცენტრს თბილისთა ახლოს“, -აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ასევე მანდ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალზე პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვდრა მიმდინარე კვირის ოთხშაბათს გაიმართება.
ცნობისთვის, დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრა იწყება, რომელიც 2 დღე გაგრძელდება. კორონავირუსის პანდემიის გამო მინისტრების შეხვდრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ისაუბრებენ.
როგორც ცნობილია, მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ისაუბრებენ
აღსანიშანვია, რომ 30 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც უკრაინული მედია წერს, დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე, აღნიშნულ გადაწვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.