https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“აქ ცხოვრება არ შეიძლება _ სახლი შეკეთებას არ ექვემდებარება” _ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალბატონი დახმარებას ითხოვს

11:41; 20.04.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისფერდი გურიანთის თემში შედის. აღნიშნული სოფლის ერთ-ერთი უბანში, სადაც ყოფილი ჩაის ფაბრიკის ძველი, ნახევრად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსები დგას, თხუთმეტამდე ოჯახი ცხოვრობს.

სახლები ორსართულიანია. უმეტესი ბინები დანგრეული და დაკეტილია. აქ მცხოვრებლები არაერთ პრობლემაზე საუბრობენ _ დაზიანებული გზა და ხიდი, ნახევრად დანგრეულია კედლები, უფულობა, უმუშევრობა… _ ჩამონათვალი არც ისე ცოტაა.

როგორც თავად გვეუბნებიან, ორ კილომეტრამდეა იმ გზის მონაკვეთი, რომელიც ცენტრალურ გზასთან აკავშირებს აქაურებს.

_ ხრეში მაინც რომ დაეყარათ ნორმალურად, მანქანაც წესიერად გაივლიდა. კი დაგვპირდნენ, თუმცა, არავინ მოსულა. ჩვენ მოგვაქვს და ვყრით გაჭირვებით, “ტაჩკით” მოტანილი რანაირია? მალე იფანტება და კი ვართ გუბეებად და ორმოებად ქცეული გზის ამარა, _ გვეუბნებიან ისინი.

აქ მცხოვრებთა შორის, ყველაზე გაუსაძლის მდგომარეობაში 50 წლის ქალბატონი, სამი შვილის დედა, ციური ქამადაძეა. მას მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, სამი შვილის გაზრდა მარტო მოახერხა. ახლა კი, ფაქტობრივად, ჭერის გარეშეა.

_ ნელა წამომყევით, სადაც მე დავდგამ ფეხს, თქვენც იქ დადგით, რომ იატაკში არ ჩავარდეთ, ძალიან დამპალია! _ გვეუბნება ის და წინ მიგვიძღვება. ოთახებში აუტანელი ნესტია. ჭერი და კედლები ჩამოქცეული, იატაკი დამპალი და აყრილია.

ქალბატონი ციური გვთხოვს, ყურადღებით მოვუსმინოთ:

_ მე აქ ახლა არ ვცხოვრობ, ამ გაუსაძლისი პირობების გამო. გვერდით კორპუსში დროებით ვიყავი გადასული. მერე ჩემი ძმა მოვიყვანე. დავეხმარე _ არ ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი. (მკითხველს შევახსენებთ, რომ ასეთ კორპუსებში, ძირითადად, სხვა სოფლებიდან და რაიონებიდან სამუშაოდ ჩამოსული ადამიანები ცხოვრობდნენ კომუნისტურ ეპოქაში და შემდეგაც აქ დარჩნენ. როგორც თავად ამბობენ, უფრო ღმერთის ანაბარად. ზოგიც მერე შესახლდა თვითნებურად. ავტ). შემდეგ კონფლიქტი მოგვივიდა. არ ვარ დამნაშავე… ახლა იქ არ მაყენებს… მე პანკრეასის დაავადება მაწუხებს. ისედაც ძლივს ვდგავარ ფეხზე. რა ვქნა? ამ სახლის გარემონტება არ მოხერხდება. კი დამპირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, დაგეხმარებითო, თუმცა, დღემდე ასეთ მდგომარეობაში ვარ, _ გვეუბნება ციური ქამადაძე.

მას, როგორც ვთქვით, სამი შვილი ჰყავს. უფროსი, 20 წლის ვაჟი, კერძო სამსახურშია.

_ მანქანების სამრეცხაოში მუშაობს. დღიურად 20 ლარს უხდიან. სახლამდე ტაქსით მოდის. აქ სხვანაირად მოსვლა შეუძლებელია. პურის ფული ძლივს რჩება, შვილები კიდევ ხომ მყავს? მიხედვა ხომ უნდა? სოციალური დახმარება გვაქვს. ჩაის და პურის ყიდვას ვახერხებთ. ამ ჭერქვეშ, სულ მგონია, რომ რაღაც უბედურება მოხდება. ერთ დღეს, ჩამოგვექცევა და დავიღუპებით, _ აგრძელებს ის საუბარს.

ციური ქამადაძე გვეუბნება, რომ როცა ძლიერი ქარია, ეზოში გამოდიან და ელოდებიან, როდის ჩადგება.

_ ქარში ჯდომა და დგომა არ სჯობს? გადავრჩებით. გაციებით არ კვდება ადამიანი და ეს ნახევრად დანგრეული კორპუსი რომ წაიქცეს, რა გადაგვარჩენს? _ ამბობს ქალბატონი ციური.

იქვე მცხოვრები მეზობლები ადასტურებენ, რომ ციური ქამადაძეს სერიოზული გასაჭირი აქვს:

_ ჩვენც გვიჭირს, თუმცა, მისი გასაჭირი უფრო მძიმეა, _ გვეუბნებიან ისინი.

ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად ვინ და რას შეპირდა ხელისუფლებიდან, ციური ქამადაძე ამბობს, რომ საარჩევნო პერიოდშიც და შემდეგაც, იყვნენ მოსული.

_ მერის წარმომადგენელმა, გია ფასიეშვილმა მითხრა, რომ დამეხმარებოდნენ. კერძოდ, სოფელ მერიაში არსებულ უსაფრთხო კორპუსში გადაგვიყვანდნენ საცხოვრებლად. დღემდე ველოდებით. არ ვიცი, მოგვატყუეს თუ რა ქნეს. არავინ გამოჩენილა, _ ამბობს ის.

ჩვენ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, გიორგი ფასიეშვილს დავუკავშირდით და ვკითხეთ, არის თუ არა საქმის კურსში:

_ ჯერ გეტყვით, რომ ეს ყოფილი ფაბრიკის ბინები მათი კერძო საკუთრება არ არის. ყველა თვითნებურად ცხოვრობს. ზოგს სახლიც აქვს.

_ უფრო უარესი საცხოვრებელი პირობები, არ მგონია, არსებობდეს…

_ ხვარბეთიდან არის მანდ ორი ადამიანი გადასული. ძროხები ჰყავთ. საძოვრებია ირგვლივ და იყენებენ. გავაკეთეთ ბევრი რამ. კონკრეტულად ეს ქალბატონი სადაც ცხოვრობს, უკანონოდ არის შესული.

_ თავადაც ამბობს და ითხოვს ჭერს. ხელისუფლება ხომ იმიტომ არის, რომ ასეთ ადამიანებს უპატრონოს?

_ ციური ქამადაძეს კონფლიქტური სიტუაცია აქვს ძმასთან. პოლიციაც საქმის კურსში იყო. ეს ჩვენგან დამოუკიდებელი ამბავია. დაპირება იყო ასეთი, რომ თუ ადგილი გათავისუფლდება მერიის ბინებში, იმ შემთხვევაში გადავიყვანდით. ვინმეს ხომ არ გამოვასახლებთ? იქ ყველა გაჭირვებულია შესახლებული. ვიცით, რომ ცუდ პირობებში ცხოვრობს, თუმცა, ჯერ არ არის საშუალება, სხვაგან გადავიყვანოთ. იმ სახლის გარემონტება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სხვა მხრივ, ყოველთვის ვეხმარებით… მაგალითად, როცა ერთჯერადი ან სხვა სახის დახმარებებია, პირველ რიგში, მაგ ბინებში მიგვაქვს, _ გვითხრა ფასიეშვილმა.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გიორგი ფასიეშვილი
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24 იანვარი, 2026

მიუსაფარი ძაღლები _ გადაუჭრელი პრობლემა

სკვერის და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026
მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო