“გმირი დედა ჰყავს!!!!
,,რკინის ლედი” ქ/ნი დარეჯანი… ორი დღეა გაოცებული ვარ ამ ქალის თავდაჭერილობითა და იმ გამოხეთქილი სიმამაცით ფეხზე მყარად დადგომის საშუალებას რომ აძლევს….
წარმოგიდგენიათ,დღეს გოგას ჭირისუფალში იჯდა.ოჯახის ტკივილს იზიარებდა…მისი სულისთვის ლოცულობდა…. ცხელ ცრემლებს ღვრიდა თავისთვის…თვალებში გამოტეხილი სევდა ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა….დარდიი??…ტკივილი???..
რომელ ერთზე???!!!!…
დამინახა,შემომეხვია და იმედს ვეჭიდებიო მითხრა…..
სოსოს არ აქვს უფლება დანებდეს!!!!! სახლში დედა ელოდება…..დ ე დ ა!!!!!!!” _ წერს სოციალურ ქსელში დაშავებული ბიჭის, სოსო მეფარიშვილის მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ, გუშინ, 1 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ერთმანეთს ორი BMW-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, სამი კი ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს.