მე დავიწყე ახალი პროგრამა, რომელიც განვახორციელე, ეს იყო საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა – 25 ათასი ადამიანი დავასაქმეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობას აქვს გეგმა, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები ჩადოს პროფესიულ განათლებაში.
„ჩვენთვის ყველასთვის არის ცნობილი, რომ კვალიფიციური კადრების და ზოგადად მუშახელის პრობლემაც კი არის ქვეყანაში. აქ იყვნენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მუშახელს ვერ შოულობენ საქართველოში. თქვენ გახსოვთ, რომ მე დავიწყე ახალი პროგრამა, რომელიც განვახორციელე, ეს იყო საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა – 25 ათასი ადამიანი დავასაქმეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, ეს ხალხი შრომისუნარიანი და მოტივირებული ხალხი ჩვენ გვჭირდება რომ მივმართოთ ბიზნესში. ეს რა თქმა უნდა არის გამოკვეთილი პრობლემა, ამ მხრივ მთავრობას აქვს გეგმა, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები ჩადოს პროფესიულ განათლებაში. ეს შეიძლება იყოს დიდი გამოწვევა, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ბევრ ქვეყანაში არის ანალოგიური ხასიათი პრობლემები და ამას ჭირდება ერთობლივი მუშაობა – მთავრობის და ბიზნესის”,-განაცხადა პრემიერმა.