„ჩემს კედელზე წერა შეუძლია ყველას.
ამას აქვს მიზეზი – თუ არ ვაწერინე ყველას, ვერ მივხვდები ჭკვიანი ვინ არის, ვინ არის ჩვენს შინაარსთან ახლოს და ვისი ინტეგრირება უნდა ვცადო.
(ტაბულას სტაფიც ფეისბუქის კომენტარების ავტორებისგანაა შექმნილი თავის დროზე და გამომადგა ეს სტრატეგია – არსებული მედია კლასი არ მომწონდა, ახალი ხალხი გვინდოდა, ახალი მწერლები.)
ბუნებრივია ამას თავისი downside-იც აქვს – უტვინოების, ტროლების, დაბოღმილი ქალების, დაკომპლექსებული კაცების და ქაჯების კონცენტრაციას იწვევს და მათ ვბლოკავ.
დროის არამიზნობრივ ფლანგვას ასე ვაკონტროლებ.
შეიძლება შემეშალოს კიდეც, ვიღაც პატიოსანი მოვაყოლო – ამისგან დაზღვეული არ ვარ, როცა შეტევებს მიწყობენ, მაგრამ კომენტარების დახურვას ეგ მირჩევნია.
ამასობაში რაღაც კასტა გაჩნდა, რომელიც ისტერიკას მართავს, რომ დაბლოკილი მყავს.
დედას გეფიცებით, თუ მესმოდეს მათი ბრაზის ანატომია.
ანუ არ გევასებით და თან იმას დარდობთ, რომ არც მე მევასებით?“ _ წერს სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.