“არ მელაპარაკები? მეწყინება იცოდე” – შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ 5 წლის კოტეს ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა.
ბიჭის ახლობლების თქმით, ბავშვს 2 დღის განმავლობაში მძიმე ფსიქოლოგიური ფონი ჰქონდა, სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე საათში კი, კოტემ ბურთი აიღო და ეზოში სათამაშოდ ჩავიდა.