“ყველგან მივალთ, სანამ ჩვენ ყველანი ერთად, ძალიან ბევრი შევიკრიბებით თბილისში, მთელი საქართველო უნდა შემოვიაროთ და მთელ საქართველოს უნდა ვუთხრათ, რომ დიახაც, ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის. ვემზადებით კანონიერი ქურდების დასამარცხებლად.
ვერც ერთი კანონიერი ქურდი და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგს ამოფარებული, ვერ გაიმარჯვებს.
არ მინდა და არ ვიცხოვრებ იმ ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი და კრიმინალი იქნება დომინანტი. დიახაც, არ დაბრუნდება 90-იანი წლები, რომელიც დაბრუნდა”,_ აღნიშნული განცხადება “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციურმა ძალამ საპროტესტო აქცია ბათუმში გამართა.