“არაადეკვატური გავხდები. რაში გამოიხატება ეს, მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს, ავიფეთქო თავი… პარლამენტში ტროტილით მივიდე”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გააკეთა.
ფოფხაძის თქმით, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არსებულ სიას დაამტკიცებს, ძალიან გაბრაზდება და უკან ვერ დაიხევს:
“მე მგონია, რომ ეს ჩემი პრინციპებისთვის და ღირებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა. ამიტომ ამაზე უკან ვერ დავიხევ”, – თქვა გედევან ფოფხაძემ.