“კახეთის ხმის” ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი არასრულწლოვანი გოგონა, თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 12-13 წლის გოგონებმა მეზობელ სოფელში მდებარე სკოლაში, ერთ-ერთ მოსწავლეს, თანატოლ გოგონას მანამდე არსებული კონფლიქტის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, რაზე უარის მიღების შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



































































