ამ წუთებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს მართავს.
ჩვენი გუნდი პორტუგალიის ნაკრებს ტრენჩინში უპირისპირდება.
მატჩის პირველივე წუთებში მსაჯმა ჩვენი ნაკრების თავდამსხმელს, ლაშა ოდიშარიას წითელი ბარათი უჩვენა და თამაშიდან გააძევა.
ოდიშარიამ წითელი ბარათი პორტუგალიელთა მე-13 ნომრისთვის ფეხებში უხეში ვარდნის გამო მიიღო.
აღნიშნული ეპიზოდის ნახვა მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ.