საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას დაესწრო:
“პატრიარქი აშენებდა ხიდებს, ოღონდ ადამიანებს შორის, პატრიარქი აშენებდა გზებს, ოღონდ ჩვენს შორის. პატრიარქი აშენებდა ჩვენს ქვეყანას და მინდა, რომ მას მადლობა გადავუხადო. დღეგრძელობა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს,“ _ თქვა თალაკვაძემ.