ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიგა კაცია მომავალ კვირას, ოზურგეთში, ანასეულის მაცხოვრებლებს შეხვდებიან.
როგორც დეპუტატმა “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე ანასეულის წყლით მომარაგების საკითხს განიხილავენ და პრობლემის მოგვარების გზებს დასახავენ.
_ ეს იქნება სამუშაო შეხვედრა საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და მოსახლეობის მონაწილეობით, სადაც პრობლემის გადაჭრის გეგმას დავსახავთ, _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ანასეულის მოსახლეობას წლებია წყალმომარაგების პრობლემა აწუხებს, თუმცა, ამ დრომდე ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა.
ანასეულელებმა 21 ივნისს აქციაც კი გამართეს, სადაც არჩილ თალაკვაძეც მივიდა და მოსახლეობას გვერდით დგომა აღუთქვა.
ვრცლად იხილეთ: წყალი, წყალი გვინდა, ვიხრჩობით” _ ანასეულში აქციაზე არჩილ თალაკვაძე მივიდა