პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის კლინიკაში მოთავსებული ბავშვები მოინახულა, რომელთაც, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებათ.
“ოზურგეთის კლინიკაში მოვინახულე ბავშვები, ბაღის აღსაზრდელები, რომელთაც სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. ნებისმიერი შემთხვევისთვის, გართულებებისგან თავის ასარიდებლად ისინი კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში არიან მოთავსებული. ექიმების თქმით ექვსივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედი მაქვს მალე გაეწერებიან და ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. სახელმწიფო სრულად აფინანსებს მათთვის საჭირო ყველა სამედიცინო მომსახურებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.