საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის სახლის გაძარცვისთვის სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
ძარცვაში ეჭვმიტანილმა თალაკვაძის სახლიდან მცირე ზომის სეიფი მოიპარა, რომელშიც ფული და თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღი ინახებოდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა 4-დან 7 წლამდე.