“შიკაგო კაი ქალაქია, ღამით ისეა აბჟღრიალებული რავარც ნიორკი თითქოს ქალაქის თავზე მზეი დუუმაგრებიათო.
რაც ამერიკაში ვარ სუნთლა პატარა ქალაქში მიწევდა ცხოვრება, შიკაგო კი გვარიანი მოზრდილია, გარეუბანში იყო საჯინიბო და სავარჯიშო მოედანი.
ყველა ცისმარა დღეს ვარჯიში გვქონდა გამოწერილი ვინც არ იცოდენ ილეთები ქე ვასტავლიდით შოვში აბდლური წესები იყო ლოგინში არაკაცი ჩექმებით არ უნდა დაწვესო გაგიგია ამფერი ამბავი?
მე უსტავლელი კაცი ვარ მარა აბდალა კი არ ვარ! სთუთქო უნდა თავში ამის დამწერს. არენაზე ციცებთან ლაპარიკი აკრძალული იყო მარა შემდეგ რავარც ტკიპა ისთე იყვენ მიწეპებულნი ჩვენს ბიჭეფიზა ვერ მუაშორებდი. ანცანდრეს იქოური ქალი შეუჩთა ცოლად გამოგყობიო… ჯერე უარობდა მარა მერე დეიწერა ჯვარი და დეეთხუა შოვს ახლა ცხოვრობს კალიფორნიაში ცოლთან ერთად”.
ეპიზოდს “გურული მხედრის ჩანაწერებიდან” სოციალურ ქსელში ისტორიკოსი და დოკუმენტალისტი ირაკლი მახარაძე ავრცელებს.