ამერიკელი ექსპერტი, ჯეიმს კობი ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, მესამე პრეზიდენტს, მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში ართრიტი აქვს. ამ თემაზე მან სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ისაუბრა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბერს ორჯერ გასინჯა, ასევე ნახა რენდგენის სურათები და MRI კვლევის შედეგები.
კობი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს კისერი ჰქონდა “საკმაოდ გამაგრებული”, ჰქონდა ძლიერი ტკივილი და უჭირდა თავის მარცხენა მხარეს გადახრა, ძლიერი ტკივილი აღენიშნებოდა მარცხენა მხარზეც.
“როდესაც ის ერთ-ერთ ციხის დაწესებულებაში იყო გადაყვანილი, ის გადაყავადათ ისეთ უცნაურ პოზიციაში, როდესაც დააზიანეს მისი კისერი. მას ასევე ჰქონდა რამდენიმე, მრავლობითი, გულყრების [შემთხვევა], ანუ რამდენიმე გულყრა იყო.
მე ვფიქრობ, რომ მენჯ-ბრაძაყის ორივე სახსარში და მხრის სახსარში აღმოჩენილი ართრიტი შეიძლება იყოს შედეგი ტოქსიკური ზემოქმედების. ვერცხლისწყალი არის ერთ-ერთი ის ელემენტი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს ხოლმე სახსრების დაზიანებას”, – თქვა კობიმ.
ექსპერტმა ჩამოთვალა დიაგნოზები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს დაუსვა:
- მარცხენა მხრის სახსრის ართრიტი და უკანა დისლოკაცია;
- მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ართრიტი;
- აქვს დაზიანებული მათლაშუა დისკი კისრის მიდამოში;
- რადიკულოპათია;
- ლუმბარუს სპინალური სტეროზი, რის გამოც ხდება ზეწოლა ზურგის ტვინის ნერვებზე.
წყარო: mtavari.tv