https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ასე ცხოვრება შეუძლებელია!“ _ სოფელში წლების წინ წარმოქმნილი და დღემდე მოუგვარებელი პრობლემა

9:07; 3.07.2020
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„მე გაწუხებთ შეწუხებული მოქალაქე. ნამდვილად მსურს, ზაფხული გავატარო ჩოხატაურის რაიონში, სოფელ შუა ამაღლებაში. იქ გავიზარდე, მაგრამ ძალიან შეწუხებული ვარ. როგორც მაწვდიან ინფორმაციას, არ არის წყალი, დასალევიც კი! რომელ ჰიგიენაზე მელაპარაკება ჩოხატაურის მთავრობა. იქნებ, თქვენ დაინტერესდეთ ამ თემით. მართალია, მე თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ მომავალ კვირას ჩამოვალ გურიაში და  აუცილებლად მივმართავ პრეტენზიით ჩოხატაურის მერიას.

არჩევნები მოდის, დაიწყებენ კარდაკარ  სიარულს ხმების კარგად მოსაგროვებლად.

იქნებ, თქვენ გამოაფხიზლოთ ჩოხატაურის ეს უმოქმედო და უნიათო მთავრობა!

ბავშვები ვერ ჩამოგვიყვანია. ელემენტარულად, რომ დავბანოთ, იმის საშუალებაც არაა სოფელში. დასალევ წყალს, ჯანდაბას, ვიყიდით!“ _ ეს წერილი „გურია ნიუსის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქსელის მომხმარებელმა თეა ჩხატარაშვილმა მოგვწერა და გვთხოვა, ადგილზე მივსულიყავით და სოფლის, კონკრეტული უბნის მცხოვრებლებს შევხვედროდით.

„გურია ნიუსი“ შუა ამაღლებაში 30 ივნისს იმყოფებოდა. მოსახლეობამ, რომელიც საკმაოდ მრავლად დაგვხვდა შეკრებილი, უწყლობით შექმნილ პრობლემასთან ერთად, იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც, მათი თქმით, წლებია აწუხებთ.

ნონა გოგოლაძე: ჩვენი პრობლემა, ძირითადად, უწყლობასთანაა დაკავშირებული. ყველაფრისთვის წყალი სჭირდება ადამიანს. სოფელში ვცხოვრობთ, საქონელი გვყავს, ფრინველები. ჭა კი გვაქვს, მაგრამ შრება ზაფხულში ჭები, ამოდის 100-200 ლიტრი წყალი და 200 ლიტრი ნამდვილად არ არის საკმარისი.

შარშან დავწერეთ განცხადება, შევაგროვეთ ხელმოწერები და გავუგზავნეთ ბატონ ირაკლი კუჭავას და პასუხი მოგვივიდა, რომ, როცა მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, რომ დაგაკმაყოფილოთ წყლით, მაშინ დაგაკმაყოფილებთო და ველოდებით დღემდე“.


მამუკა ყაჭეიშვილი: ადრე გვქონდა წყალი, მაგრამ უხარისხო მილებით გაკეთდა და მალევე გაფუჭდა. ქვიშნარაზეა „ბასეინი“. ავდიოდით იქ გავაკეთებდით, ჩამოვიდოდით, ისევ გაფუჭდებოდა და თავიდან იწყებოდა. ბოლოს სულ გაფუჭდა და წლებია, სოფელს წყალი აღარ მიეწოდება. წინა წელს თავადაც ბრძანდებოდა აქ ბატონი ირაკლი. ჭაბურღილს გავაკეთებთო,  _ გვითხრა, მაგრამ რად გვინდა ჭაბურღილი, როცა სოფელში წყლის რესურსი არის, რომლითაც შესაძლებელია, მთელი სოფელი უწყვეტად მომარაგდეს. გვითხრა, სოფლის პროგრამიდან თანხა არაა საკმარისიო და კერძო ინვესტორი კიდევ აქ ვინ შემოვა, რომ ფული ჩადოს, მერე რას ამოიღებს აქედან. ვითხოვთ, თანადაფინანსებით, ჩვენი დახმარებით მაინც მოგვიგვარონ ეს პრობლემა, თორემ ასე ცხოვრება არ შეიძლება!

დოდო სიხარულიძე: „ადგილს, სადაც „ბასეინებია“ განთავსებული, ტბორისთავს ეძახიან. იქ არის 5 „ბასეინი“, თითო რამდენიმე ტონიანი. ავზები ჰერმეტულადაა დახურული და დატოტილია, საიდანაც სხვადასხვა მიმართულებით გამოედინება წყალი. სოფელში 300 კომლი ვცხოვრობთ და წყლის რესურსი იმდენია, რომ თითო ოჯახზე ტონა წყალი მაინც მოდის. ეს სოფელს მთლიანად აკმაყოფილებდა, მაგრამ დღეს, სოფლის ცენტრის ქვევით წყალი აღარაა.  სოფლის ხელმძღვანელებმა უნდა დააყენონ საკითხი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან. თუმცა, ჩვენც მივწერეთ შარშან და აქ გვაქვს პასუხიც“.


ლალი ელიაშვილი: აქ ვისაც ხედავთ, ყველა „ოცნების“ მხარდამჭერები ვართ, მარტო ჩვენ კი არა, ჩვენი ოჯახებით. არჩევნები მოდის, რამდენ ხმას მიიღებენ ამ უბნიდან, ნახავენ. ჯერ ერთი, რაც გაკეთდა, ყველაფერი უხარისხოდაა გაკეთებული. გზა გააკეთეს ვითომ, ისიც უხარისხოდ, თან _ სანახევროდ. ამის ქვემოთ, საერთოდ არ ვცხოვრობთ თურმე ხალხი, _ გვითხრა ქალბატონმა ლალიმ, რომელსაც ჩატარებული სამუშაოების უხარისხობით შეწუხებული თავისივე მეზობელი, თამილა ჯიბუტი შეეკამათა.

_ ზევით რომ ვცხოვრობ, რა არის მერე, როგორაა გაკეთებული?! მოგწონთ თქვენ?! წვიმაში მესტუმრეთ და ნახავთ ჭიშკართან გავლას თუ შეძლებთ. ამას ჯობდა 200 მეტრი გაეკეთებინათ და ხარისხიანად. ნამდვილად უკეთესი იქნებოდა. მე რომ ვუთხარი გამგებელს, თუ მოგეწონა ჩვენთან გაკეთებული გზაო, სახლში მომაკითხეს, რატომ თქვიო.

გივი ჩიგოგიძე: “სუფსიდან ამოღებულ ხრეშს გვამადლიან, ერთი-ორი გაწვიმება და წყალს ისევ სუფსაში ჩააქვს, რასაც დაყრიან. ახლა გათხარეს არხები, ჩაყარეს მილები, მაგრამ რა აზრი აქვს _ მილი ზევითაა, არხი _ ქვევით; თან არხი გზის ცალ მხარეს გაჭრეს“.

ნანა ჟღენტი: „უხარისხოდ რომაა საქმე გაკეთებული ჩვენი ბრალიცაა _ რომ არ დაადგება სოფლის მაცხოვრებელი იმ ტრაქტორისტს და სატვირთოს მძღოლს თავზე მუშაობის დროს. იმას სულ არ აინტერესებს _ მოვიდა, დაყარა, წავიდა, აიღო ფული _ იმას სხვა არაფერი აინტერესებს, მაგრამ მე  და შენ რომ ვცხოვრობთ აქ და არ მოგვწონს ის, რასაც ყრის, უნდა გამოვიდეთ და ვუთხრათ, ეს ქვა შენი სახლის წინ დაყარე ან ვინც გამოგატანა, იმას დაუყარეო, ან რომ არ გამოვატარებთ მაგ ლოდებით სავსე მანქანას გზაზე, მეორედ ასე არ გააკეთებენ. არჩევნები მოდის და შეიძლება მაგათთვის 10 და 20 ხმა არაფერს ნიშნავს, მაგრამ სოფლიდან 1 კაციც რომ არ გამოცხადდეს, გეძებენ და გირეკავენ, სად ხარ, ამოდიო და მოგაკითხავენ და ისე წაგიყვანენ. მარა აქ პრობლემა რომ გვაქვს, მაშინ არავის ვახსენდებით. გამოდით მამაკაცებმა გარეთ და ნახეთ, აბა, თუ გაგიბედავენ ამ ლოდების სახლის წინ დაყრას“.

ირაკლი ვაშაკიძე: „აქ წყალი მოდიოდა ძალიან კარგად. დიდი ხნის წინ, კომუნისტების დროს ჩაყარეს აქ მილები. ანალოგიური მილებით გაკეთდა წყალი ხიდისთავში, რომელსაც დღეს ცვლიან ხიდისთავში. ამდენ ხანს ვარგოდა, ყოველ შემთხვევისთვის, წყალს ატარებდა და სოფელს პრობლემა ამ მხრივ არ შექმნია. ჩვენთან  იმავე ხარისხის მილებზე თქვეს უხარისხოაო. მოვიდა ადგილობრივი ხელისუფლება, სხვაც თუ იყო ჩართული ამ საქმეში ვერ გეტყვით, ცუდია, უნდა ამოვიღოთო და ისე სწრაფად გააკეთეს ეს, ვერ გეტყვით. არც ის ვიცი, სად წაიღეს შემდეგ ეს მილები. მოვიტანთ ახალსო და მართლაც მოიტანეს, მაგრამ ეს არ იყო ახალი _ რომელიღაც სოფლის და მგონი არა ამ რაიონის გამონაცვალი „ტრუბები“. მოიტანეს ფორმალურად, როგორც იყო ჩაალაგეს. ეს „ტრუბები“ ისედაც დამპალი იყო და 2 წელიწადში საერთოდ გაფუჭდა. წყლის წნევას ვერ გაუძლო და დასკდა. მე ხშირად არ ვიყავი სახლში და ჩემზე მეტად ეს ადამიანები იტანჯებოდნენ _ წავიდოდნენ იმ სათავეში, გადაკეტავდნენ, გააკეთებდნენ. მერე კიდევ თავიდან იწყებოდა. თითქმის ყოველდღე ხდებოდა ეს! ის მილები რომ ყოფილიყო, წყალი დღესაც გვექნებოდა. არჩევნების დროს გვაყვედრიდნენ _ „ბასეინი“ გაგიკეთეთო, _ იძახდნენ. იმ „ბასეინით“ ჩვენ არ გვისარგებლია. ის მილები, რომ ყოფილიყო, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, წყლის პრობლემა დღეს არ გვექნებოდა.


ეს ამ ხელისუფლებამდე იყო _ ჯართის ჩაბარების აქტიური დრო რომ იყო, მაშინ. ამას ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებდა. დაგიძახებდნენ, მიხვიდოდი, რაღაცას დაგელაპარაკებოდნენ, ვითომ ხალხის მოთხოვნით კეთდებაო, ვიღაცა რაღაცას გამოგიგზავნისო. მთავარი იყო გასულიყო იქიდან. ხალხი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ვითომ ხალხმაც იცისო და მორჩა _ გამქრალი იყო. ხალხისთვის ბნელა და ბნელოდა, თორემ მაგათთვის სულ ნათელი იყო. წყალი არაა, გზას, თქვენც ხედავთ, როგორი გაკეთებულია. ცოტას დაველოდები, თუ გააკეთებენ, მაგათ ჩხუბს ვერ დავუწყებ _ ვერც ადგილობრივს და ვერც რაიონს. მე გავაკეთებ მერე ჩემი ეზოს გასწვრივ. ვიყიდი ხრეშს, მოვიტან და დავყრი, მაგრამ იცოდნენ, რომ იმათ დიდ მანქანებს იმ გზაზე მერე არ გამოვატარებ. ეს იცოდნენ!“

სოფელს უნდა მიხედოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ადამიანებმა, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ, მოგვხედონ, _ ამბობდნენ შეკრებილი ადამიანები და კიდევ ერთ პრობლემაზე  _ მდინარე სუფსაზე არსებულ კარიერზე საუბრობენ.

ირაკლი ვაშაკიძის თქმით,  მათი სოფლის საძოვრების გასწვრივ, მდინარე სუფსის კალაპოტი რამდენიმე ადგილას შეცვლილია.

_ სუფსა მისი კალაპოტიდან მოწყვიტეს, ზოგან ასი მეტრზე და უფრო მეტზეც შემოჭრილია ჩვენი ფართობებისკენ. ის მდინარე რომ ადიდდება არც საყანე ფართობები დაგვრჩება და არც საძოვრები. ახალი ტყე მოდის, ვნატრობდით, როდის წამოვაო, ყველაფერს გადალეკავს. ისეც შემცირებულია საძოვრები. იყვნენ ვლადიმერ სიხარულიძე და სხვები მოსული და ვეტყვითო, _ დაგვპირდნენ. ეტყოდნენ, ალბათ, მაგრამ სად ჩანს, სადაა შედეგი, _ ამბობს ირაკლი ვაშაკიძე.


შეკრებილი მოსახლეობა იმ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც, მათივე თქმით, მდინარეზე ინერტული მასალის მოპოვების გამო გაჩენილი ღრმა ორმოები უქმნით.

„გარდა ამისა, მდინარეზე, ნაპირთან ახლოსაც და წყალში დამბები გაჩნდა, ქვიშის ამოღების შედეგად. იქ ჩვენი საძოვრებია, საქონელი რომ შიგ ჩავარდეს, რა ვქნათ, ჩვენ ამ საქონლებით ვარსებობთ. ან ზამთარში, თოვლი რომ წაეფარება, შეუმჩნეველი გახდება ეს ადგილი,  ზედ რომ მონადირემ გაიაროს და ჩავარდეს, ვერ ამოვა და ხომ უბედურება დატრიალდება. ან როდის და სად მონახავენ“, _ ამბობენ ისინი.

ადგილობრივმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთ, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე ისაუბრეს. მათი თქმით, სოფლის მოსაზღვრედ მდებარე ქვის სატეხი საამქროდან მდინარე სუფსა ისე ჭუჭყიანდება, რომ ბანაობა შეუძლებელია.

_ ზაფხულია, მდინარეში უნდა იბანაო, მაგრამ ჩვენთვის ესეც არაა. გორას გადასახვევზე რომ „დრაბილკაა“, ისე აჭუჭყიანებს წყალს, რომ მდინარეში შესვლა შეუძლებელია. ჩვენ რომ მანქანით წყალში გავიაროთ, მაშინვე დაგვაჯარიმებენ, წყალი ჭუჭყიანდებაო, ამათგან წყლის დაბინძურება შეიძლება? _ ეს მაინტერესებს. ან თითონ ამ კომპანიამ ის მაინც გაგვიკეთოს, რომ რაღაც მომენტში შეაჩერონ მუშაობა, ან _ დილით, ან _ საღამოთი, რომ ბანაობის შესაძლებლობა გვქონდეს, _ გვითხრა გივი ჩიგოგიძემ.

თუმცა, ქვის გადამამუშავებელი საამქროს ხელმძღვანელი, ამირან ბასილია ამბობს, რომ მათი ე.წ. დრაბილკა მდინარეს არ აჭუჭყიანებს.

“ჩვენი “დრაბილკიდან” მდინარე არ ჭუჭყიანდება. ჩემთვის ცნობილია, რომ პრეტენზია აქვთ მაგ სოფლის მცხოვრებლებს. მოვიდნენ ჩემთან და ვანახებ ჩაედინება თუ არა ჩვენგან ჭუჭყიანი წყალი სუფსაში”, _ გვითხრა ბასილიამ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ „გურია ნიუსთან“ საუბრისას თქვა, ამ კონკრეტულ უბანში ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის, სოფლის პროგრამის ფარგლებში.

სოფელ შუა ამაღლებაში არსებული პრობლემების შესახებ უფრო დაწვრილებით სასაუბროდ „გურია ნიუსი“ სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს ჩოხატაურის საკრებულოში ვლადიმერ სიხარულიძეს დაუკავშირდა.

სიხარულიძის თქმით, ის კარგად იცნობს სოფლის ამ კონკრეტული უბნის პრობლემებს. მისივე განმარტებითაც, სოფლისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა.

“მთელი სოფლის პროგრამა, რაც იყო, მივმართეთ მაგ კუთხეში. თქვენ შეიძლება არ იცით, მაქ როგორი გზა იყო და რამხელა მონაკვეთი გაკეთდა. მაქ გზის ცალ მხარეს, კლდის კედელი იყო ჩამოშლილი და ის გავაკეთეთ; გასულ წელს გაკეთდა ის საყრდენი კედელი. წელსაც, მთელი სოფლის პროგრამა გაკეთდა და დაპროექტდა ისე, თითონ მაგ ხალხმა მიიღო მონაწილეობა, როგორც უნდოდათ. ვინც აკეთებს, მაგ უბნელია, შემდეგ თუ თვითონ ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, ეგ სხვა საკითხია. მთლიანი თანხა რაც იყო წავიდა მაგ უბანში და მოხმარდა გზას. ახლა რაც შეეხება არხებს, იმის მიხედვით გაკეთდა, როგორც არის სტანდარტი. ეგ გაკეთებულია პროექტის მიხედვით. სოფელს აქვს 5 ავზი _ 150, 50, 80, 12 და 27კბ/მ მოცულობის. რაც შეეხება წყალსადენს, 23 კმ. მილი ამორტიზირებული და მთლიანად შესაცვლელი, სათავე ნაგებობები მოსაწყობია, ამიტომ ეს საკითხი დაყენებულია მუნიციპალური განვითარების ფონდში და ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ. ეს პროექტი ჯდება, დაახლოებით, 850 000 ლარი. შესაბამისი მასალები გაგზავნილია სამხარეო ადმინისტრაციაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მგფ-ში. აქ კანონმდებლობის პრობლემებია და სხვა არაფერი, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე, მაგრამ როდის იქნება, კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია, რადგან, როგორც გითხარით, მინიმუმ, 850 000 ლარია საჭირო, რომ ტექნიკური წყალი წამოვიდეს, პირველ ეტაპზე საუბარია ტექნიკურ წყალზე. მაგ უბანში, რომელზეც საუბარი გვაქვს, გაკეთდა 2 ხიდი, ასევე რაღაც მონაკვეთზე _ ბეტონის გზა. სოფლის მაგ უბანში ყველაზე მეტი სამუშაოებია ჩატარებული. გზის მოხრეშვა კი მიმდინარეობს, მაგრამ რამდენიც არ უნდა დაყარო, სანამ ბეტონის გზა ბოლომდე არ დაიგება, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. ამაზეც მიდის მთელი რიგი სამუშაოები, მაგრამ როცა პრობლემებზე საუბრობენ, იმაზე რატომ არაფერი თქვეს, ამდენი რამე რომ გაკეთდა მაგ უბნისთვის“.

სიხარულიძის თქმით, უსაფუძვლოა ადგილობრივ მცხოვრებთა საყვედური სხვა კუთხითაც. სოფლის დეპუტატის განმარტებით, კარიერზე დასაქმებული მძიმეწონიანი მანქანები აღნიშნულ გზაზე არ გადაადგილდებიან.

„კარიერზე დასაქმებული მანქანები მაგ გზით არ სარგებლობენ. მაქ გახსნილია სახელმწიფო კარიერი. კარიერის მანქანა ერთხელ შევიდა, ისიც იმიტომ რომ საჩუქრად მოგვცეს ქვიშა-ხრეში და თავისივე მანქანებით შეგვიყვანა ყანებში გზა“.

მოსახლეობას ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები, მივედით შევახვედრეთ მოსახლეობას. კარიერი მოქცეულია მხოლოდ თავის საზღვრებში. მაგათ სასაყვედურო ხელისუფლების მიმართ, ნამდვილად არ აქვთ. მაქ მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. წყლის პრობლემა კი მთელ სოფელშია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის კანონმდებლობის პრობლემა და აქ ლიცენზირებული კიდევ არავინ მოვა, რომ ნახევარი მილიონი ჩადოს შუა ამაღლების წყალსადენში და მერე ის თანხა ამოიღოს. ვიმეორებ, რომ მაგათ არც სოფლის და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან ყურადღება არ აკლიათ. მაქსიმუმი კეთდება, რაც შეგვიძლია და პრობლემა 5-იანი ასფალტი რომ დააგო, იტყვიან 7-იანი გვინდოდაო, ბეტონი რომ დააგო 13-იანი _ 5-იანი გვინდოდაო. მე შემიძლია თითონ გაჩვენოთ, რამდენი საქმეა გაკეთებული მაგ უბანში, _ ამბობს ვლადიმერ სიხარულიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ირაკლი კობახიძე: "დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდ 19 არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის"

ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა (R)

ყველა სიახლე

საზოგადოება

“იცით ჩემი შვილის საფლავის ქვაზე რა სურათი მაქვს?”- მოკლული მასწავლებლის დედა

17:52; 8.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა”

17:29; 8.01.2026
საზოგადოება

საქართველოს სახალხო არტისტი გაბრიელ მდინარაძე გარდაიცვალა

16:16; 8.01.2026
პოლიტიკა

სასამართლომ გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

15:53; 8.01.2026
საზოგადოება

“დაკაბებული ტანკერის შემადგენლობაში 6 საქართველოს მოქალაქეა, გარემოებებს ვაზუსტებთ”

15:45; 8.01.2026
პოლიტიკა

პროკურორი: მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა

15:26; 8.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის უსაფრთხოება ევროკავშირის უსაფრთხოებაა

14:48; 8.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

14:27; 8.01.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:38; 8.01.2026
მსოფლიო

ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

13:17; 8.01.2026
სამართალი

დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ გზაზე 5 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ვიდეო ადგილიდან

12:38; 8.01.2026
საზოგადოება

“თუ ვერ დავიტოვეთ 500 მლნ კუბური მეტრი გაზი არსებული ფასით, ტარიფები გაიზრდება”- ენერგეტიკოსი

12:20; 8.01.2026
საზოგადოება

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის სტატისტიკას აქვეყნებს

11:49; 8.01.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:35; 8.01.2026
სამართალი

420 აბი ნარკოტიკული საშუალება ხელბარგში – აეროპორტში 1 პირი დააკავეს

10:49; 8.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო