ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციელების მიერ დაკავების დროს შეუიარაღებელი კაცის მკვლელობას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
პროტესტი თვითმხილველის მიერ გადაღებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც ჩანს, როგორ აჭერს პოლიციელი მამაკაცს კისერზე მუხლს, აფროამერიკელი ჯორდ ფლოიდი კი მიწაზე წევს და შველას ითხოვს, ბოლოს კი მოძრაობას წყვეტს.
საპროტესტო გამოსვლები 30-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.
მომიტინგეები ამბობენ, რომ მათ სურთ ბრალდება ფლოიდის გარდაცვალებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელს წაუყენონ.
ამ დროისთვის, კი მესამე ხარისხის მკვლელობის ბრალდებით მხოლოდ 1 ყოფილი ოფიცერია დაკავებული.
პროტესტის გამო შეერთებულ შტატებში დროებით დაიხურა 175 მაღაზია.
16 შტატის 25 ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, მობილიზებულია ეროვნული გვარდია.
ინდიანაპოლისში საპროტესტო აქციებზე სამ ადამიანს ესროლეს, 1 გარდაიცვალა.
დაკავებულია ასზე მეტი ადამიანი.