,, ვლადიმერ პუტინს გავაგებინებ, რომ ამერიკა დაბრუნდა“, _ ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დიდ ბრიტანეთში, თავისი ტურნეს ფარგლებში სტუმრობისას განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ვაშინგტონს მოსკოვთან კონფლიქტი არ სურს, თუმცა, რუსეთის მავნე ქმედებებს პასუხს გასცემს.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აშშ-სა და ევროპაში სუვერენიტეტისა და დემოკრატიის შელახვას შედეგები მოჰყვება.
„რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ. სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს. ჩვენს ქვეყნებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე. თუმცა, მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ მტკიცედ და მნიშვნელოვნად ვუპასუხებთ რუსეთის მთავრობის მავნე საქმიანობაში ჩართულობას“.
ტრანსატლანტიკური კავშირი დიდი ბრიტანეთისთვის, ევროპისა და ამერიკისთვის ძალის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. აშშ დაიცავს ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს“, _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, საიდანაც მისი ევროპული ტურნე იწყება.