ნიუ-იორკში, ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) მიერ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის გადახდის სისტემაზე წვდომა _ ეს დეპატამენტი ამუშავებს გადახდებს მთელი ფედერალური მთავრობისთვის, _ იუწყება Reuters.
სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ს 19 შტატის გენერალურმა პროკურორებმა სარჩელი შეიტანეს, რომ DOGE-ს არ გააჩნდა გადახდის სისტემის მუშაობის შემოწმების უფლება. სარჩელში ნათქვამია, რომ მასკმა და მისმა სააგენტომ შეიძლება შეაფერხოს ჯანმრთელობის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფედერალური დაფინანსება და კლიმატის კრიზისთან ბრძოლის ინიციატივები.
გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ პოლ ენგელმაიერმა თქვა, რომ DOGE-ს გადახდის სისტემაზე წვდომის მინიჭება ქმნის კონფიდენციალური ინფორმაციის არასათანადოდ გამჟღავნების რისკს და რომ სისტემა უფრო დაუცველი იქნება ჰაკერების მიმართ, ვიდრე ადრე.
DOGE-ს ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ელონ მასკმა გადაწყვეტილებას “გიჟური” უწოდა. მისი თქმით, სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი შეთანხმდა ფინანსთა სამინისტროსთან, რომ ყველა გამავალ სახელმწიფო გადასახადს ექნება წერილობითი დასაბუთება და კატეგორიზაციის კოდი.
თეთრ სახლსა და ფინანსთა დეპარტამენტს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა 20 იანვარს დაიკავა.
DOGE შექმნილია აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. წინა დღეებში DOGE-მ მოიპოვა წვდომა სამთავრობო გადახდის სისტემებზე და ასევე მონაწილეობდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განადგურებაში.
მასკის დეპარტამენტის თანამშრომლები ასევე შევიდნენ აშშ-ს ფედერალური სააგენტოების სისტემაში და შეეცადნენ, მასობრივად გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო თანამშრომლები.