აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელის რუსეთსა და უკრაინაში, კიტ კელოგის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა სამშვიდობო გეგმის შემუშავება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ, რათა მოლაპარაკებები გამართოს ნატოს მოკავშირეებთან, _ იტყობინება The Telegraph 10 თებერვალს წყაროებზე დაყრდნობით.
„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა უკრაინის სამშვიდობო გეგმა, რათა ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი მიეცეს“, – წერს გამოცემა.
სამშვიდობო გეგმის დასრულებამდე კიტ კელოგი აპირებს გამართოს მოლაპარაკებები ნატოს ქვეყნების პრეზიდენტებთან და პრემიერ-მინისტრებთან, კელოგი ამბობს, რომ მას სურდა მოესმინა ევროპელი ლიდერების მოსაზრებები ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფორმასთან დაკავშირებით და რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ევროპის ქვეყნებს კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
The Telegraph-ის ცნობით, კიტ კელოგმა დაარწმუნა ევროპელი დიპლომატები, რომ ვაშინგტონს სურს გააძლიეროს უკრაინის პოზიციები რუსეთთან მომავალ მოლაპარაკებებში.
იყო მოლოდინი, რომ კიტ კელოგი სამშვიდობო გეგმას მიუნჰენის კონფერენციაზე წარადგენდა, რომლიც 14-დან 16 თებერვლამდე ჩატარდება. თუმცა, მან განაცხადა, რომ გეგმას თავად ტრამპი წარადგენს და ეს არ მოხდება უახლოეს დღეებში. სააგენტო ბლუმბერგი იუწყება, რომ მიუნჰენის კონფრენციაზე კელოგი შეხვდება ევროპელ ჩინოვნიკებს, გარდა ამისა, ჩავა კიევში. ამასთან, ის მოსკოვში ვიზიტს ჯერჯერობით არ აპირებს.