ცოტა ხნის წინ 22 წლის ეშლი მაკდაუელი თაღლითების მსხვერპლი გახდა. მას ნამდვილის ნაცვლად ხის აიპადი მიჰყიდეს. ერთ დღეს, როცა გოგონა ერთ-ერთ კაფეში საუზმობდა, ორი შავკანიანი ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა და 300 დოლარად ახალი აიპადის შეძენა შესთავაზა. ეშლიმ დააფიქსირა, რომ ყუთი გაუხსნელს ჰგავდა და ვაჭრობა გადაწყვიტა. საბოლოოდ, მან ნივთის 180 დოლარად შეძენა მოახერხა. შინ დაბრუნებულ მაკდაუელს ყუთის გახსნის შემდეგ ელდა ეცა. მასში ხის დაფა დახვდა, რომელზეც აიპადის დისპლეი იყო ამოტვიფრული. ეშლიმ მომხდარის შესახებ პოლიციას უამბო, მაგრამ ჯერჯერობით თაღლითების ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved